დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
კანადა უკრაინას დამატებით 50 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას მიაწვდის. ამის შესახებ ინფორმაციას კანადის ეროვნული თავდაცვის მინისტრი ანიტა ანანდი twitter-ზე ავრცელებს.
დახმარების პაკეტი მოიცავს როგორც იარაღს ასევე სხვადასხვა სამხედრო აღჭურვილობას, მათ შორის კანადური წარმოების კამერებს, რომლებსაც დრონებისთვის იყენებენ და სხვა სპეციალიზებულ აღჭურვილობას.
„როგორც ჯასტინ ტრუდომ დღეს განაცხადა, კანადა უკრაინას დამატებით 50 მილიონი აშშ დოლარის ლეტალური და არალეტალური სამხედრო დახმარებას გაუწევს, მათ შორის კანადური წარმოების კამერებს, რომლებიც გამოიყენება სამხედრო თვითმფრინავებში და სხვა სპეციალიზებულ აღჭურვილობაში.
ჩვენ ვდგავართ უკრაინელების გვერდით, რომლებიც იბრძვიან თავიანთი ქვეყნის დასაცავად“,- წერს ნიტა ანანდი.
As @JustinTrudeau announced today, Canada will provide Ukraine with an additional $50 million in lethal & non-lethal military aid, including Canadian-made cameras used in military drones and other specialized equipment.
— Anita Anand (@AnitaAnandMP) March 10, 2022
We stand with Ukrainians fighting to defend their country. pic.twitter.com/iSdYNze7z9