კინოკომპანიების, მუსიკალური ჯგუფებისა და მედია მაგნატების პროტესტი რუსეთს - რა აკრძალვებსა და შეზღუდვებს აწესებენ ისინი

რუსეთი

მეშვიდე დღეა, რაც უკრაინა რუსეთის სამხედრო ინტერვენციას იგერიებს.  რეგულარულად იბომბება უკრაინის ქალაქები, რასაც თან დიდი მსხვერპლი ახლავს. 
 
ამ მძიმე დღეებში უკრაინელ ხალხსა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სოლიდარობას თითქმის მთელი მსოფლიო ღიად უცხადებს.  პოლიტიკური სანქციების პარალელურად, რუსეთს სხვადასხვა აკრძალვასა და შეზღუდვებს  უწესებენ ცნობილი კომპანიები, მუსიკალური ჯგუფები და მედია მაგნატები. 

  • უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო Green Day-მ  მაისის თვეში მოსკოვში დაგეგმილ კონცერტი გააუქმა. 
„თუ კონცერტის ბილეთი შეძენილი გქონდათ, თანხას უკან დაიბრუნებთ. დარჩით უსაფრთხოდ", - დაწერეს მათ სოციალურ ქსელში. 

 

  • უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციას Google-მა  და Tik-Tok-მა  ევროპაში RT-სა და სპუტნიკის Youtube არხების დაბლოკვით  უპასუხა.
     

 

  • „ახლა  მთავარი აქცენტი ფიქრსა და ლოცვაზე მეტი უნდა გავაკეთოთ - უნდა ვიმოქმედოთ, შევიდეთ საელჩოების ვებგვერდებზე და გავიგოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია უკრაინელი ხალხის დასახმარებლად“, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ცნობილი ბრიტანელ მსახიობი ბენედიქტ კამბერბეჩი. 

 

  •  Airbnb-ი კი 100 ათასამდე უკრაინელ ლტოლვილს მცირე ხნით უფასო საცხოვრებელს შესთავაზებს. აღსანიშნავია, რომ კომპანია აქტიურად ითანამშრომლებს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებთან, რათა თითოეულ ქვეყანაში უკრაინელი ხალხის  საჭიროებები დააკმაყოფილოს. 

 

  • არნოლდ შვარცენეგერმა უკრაინის მხარდასაჭერად ტვიტერზე  რამდენიმე განცხადება გააკეთა. ომის დაგმობის პარალელურად მსახიობმა უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა და უკრაინელი ხალხი სიმამაცისთვის შეაქო. 

 

  • რუსულ სახელმწიფო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა შეაჩერა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობამაც. მათ კავშირი იმ  ინსტიტუტებთან შეწყვიტეს, რომლებიც ფესტივალზე რუსეთის საერთო სტენდის წარდგენაზე იყვნენ პასუხისმგებელნი.

 


 

 

  • პროტესტს შეუერთდნენ ისეთი  მსხვილი კინოკომპანიები როგორებიც არიან Walt Disney-ი, Warner Bros-ი,  Sony Pictures-ი და Morbius-ი. მათ რუსეთში დაგეგმილი კინოპრემიერები გააუქმეს. პრემიერების გაუქმების გარდა, უცნობია, გაგრძელდება თუ არა უკვე გამოსული ფილმების ჩვენებები რუსეთში.