უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი უკრაინა, მისი პრეზიდენტი არ უნდა გამოვიწვიოთ რაღაც პოლემიკაში - გია ვოლსკი

ვოლსკი

„უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი უკრაინა, მისი პრეზიდენტი არ უნდა გამოვიწვიოთ რაღაც პოლემიკაში. ქედს ვიხრით უკრაინელი ხალხის წინაშე, მაგრამ ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ათასობით ადამიანია, რომელიც დახმარებაში არის ჩართული",- ამის შესახებ "ქართული ოცნების" ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. 

"ჰუმანიტარული დახმარება მაქვს მხედველობაში, სისხლის ჩაბარება მაქვს მხედველობაში. ათასობით ადამიანია, რომელიც ტანკის ლულას შეჰყურებს. საქართველოსგან მოითხოვო ისეთი ეკონომიკური რესურსის გამოჩენა, რომელიც მას არ გააჩნია, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედერაციას სტრატეგიული ობიექტები ჩაუგდო ხელში ჩვენმა წინა ხელისუფლებამ, ეს არის შეუძლებელი, ვინაიდან ზიანი და დარტყმა მიადგება საქართველოს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, 1-ელ მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ საქართველოდან საკუთარი ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია.