VIDEO: ატირებული ნინო სუხიშვილი უკრაინელებს მიმართავს

სუხიშვილი

ნინო სუხიშვილი, სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ის უკრაინელების მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს:

„იცით ალბათ, ჩვენ ომმა მოგვიწია უკრაინაში ყოფნის დროს.  თავი პოლონეთს შევაფარეთ.

გულგრილად არ შემიძლია ლაპარაკი ომზე და იმ ყველაფერზე, რაც უკრაინაში ხდება. ეს ქვეყანა ჩვენთვის ძალიან ახლობელი გახდა. ის თეატრები, სადაც ჩვენ გამოვდიოდით და ვმართავდით კონცერტებს,  დღეს დანგრეულია და დღეს ამ ხალხს სჭირდება გვერდზე დგომა.

ის ხალხი გრძნობს ამას, ისინი გრძნობენ, რომ ჩვენ ისინი გვიყვარს.“ – ამბობს ვიდეომიმართვაში ნინო სუხიშვილი.