კიევში მაშველებმა 7 წლის ბავშვი გადაარჩინეს

 7 წლის გოგო

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, შევჩენკოვსკის რაიონში, რუსული დაბომბვის შედეგად დაზიანებული კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა 7 წლის გოგონა გამოიყვანეს, ის ცოცხალია.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, მტრის დაბომბვის შედეგად ხანძარი გაჩნდა 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში, საერთო ფართით დაახლოებით 300 კვადრატული მეტრი, დაზიანდა შენობები 1-დან მე-7 სართულამდე და ნაწილობრივ განადგურდა - 7, 8 და 9 სართულები.

წინასწარი მონაცემებით, არიან დაშავებულები.