გაყინული იყო... - 25 წლის ახალგაზრდა, რომელსაც 2 კვირა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1737230192
საქართველოს საზოგადოება უნდა იცნობდეს ამ ადამიანს რომელმაც 15 წლის ბავშვი დახრჩობას გადაარჩინა - ის ირაკლი ონიანია. ამის შესახებ ინფორმაციას „სენაკის ქრონიკა“ ავრცელებს.
11 ივნისს წყალწითელაზე ირაკლი ონიანმა და მისმა მეგობრებმა დროულად მოახერხეს ბავშვის ამოყვანა მღვრიე წყლიდან.
„ბავშვი დაახლოებით 5 წუთი იმყოფებოდა წყლის ქვეშ, მაშინ როდესაც ყველას მკვდარი ეგონა ბავშვი, ირაკლი მაინც არ დანებდა და დაახლოებით 8 წუთის განმავლობაში ხელოვნური სუნთქვა გაუკეთა მას. აუმუშავა პულსი, სასწრაფოს მოსვლამდე ამოასუნთქა. შედეგად დროულად მოხდა მისი გადაყვანა რეანიმაციაში და რამდენიმედღიანი ბრძოლის შემდეგ ბავშვი გონზეა და ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის“, - წერს სენაკის ქრონიკა.