ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
თეთრი სახლი კიევსა და სხვა უკრაინულ ქალაქებზე რუსეთის თავდასხმებს გმობს და უკრაინელ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს. როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, უკრაინას შეუძლია, ჰქონდეს აშშ-ის მხარდაჭერის იმედი, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება.
გასულ კვირას აშშ-მა უკრაინის მხარდასაჭერად 725 მილიონი დოლარის ოდენობის უსაფრთხოების დახმარების პაკეტი გამოაცხადა. აღნიშნული პაკეტის ფარგლებში, აღჭურვილობა და სამხედრო ტექნიკა უკრაინაში მომავალ კვირას გაიგზავნება.
„ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მუშაობას. გავაგრძელებთ რუსეთისთვის საფასურის დაკისრებას და ომის დანაშაულისთვის მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას“, – განაცხადა კარინ ჟან-პიერმა.
ამასთან, თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, ამ ომის დასრულება დღესვეა შესაძლებელი, თუ ამას პუტინი მოისურვებს, რადგან მან გააჩაღა ის.
„ჩვენ ამას (დახმარებას) გავაგრძელებთ რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. ჩვენ ასევე მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ამ ომის დასრულება დღესვეა შესაძლებელი. ამ ომის დასრულება ახლავეა შესაძლებელი, თუ ვლადიმირ პუტინი ამას მოისურვებს. ეს მისი ომია. მან დაიწყო ეს ომი“, – განაცხადა კარინ ჟან-პიერმა.