1691045330
პუტინმა დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ანექსირებულ რეგიონებში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ RIA ავრცელებს.
პუტინმა აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
რუსული მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა საბჭოს სხდომაზე თქვა, რომ გადაწყვეტილება ფედერაციის საბჭოს დაუყოვნებლივ უნდა გაეგზავნოს.
უკრაინის ხერსონის რეგიონში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტი ლიდერები აცხადებენ, რომ უკრაინის ხელისუფლება ქალაქზე იერიშს გეგმავს. ხერსონს რუსეთის საოკუპაციო ძალები აკონტროლებენ.