კიევის სამთავრობო კვარტალზე რუსეთის მხრიდან შესაძლო იერიშის გამო, რადას დღეს დაგეგმილი სხდომა გაუქმებულია

რადა

კიევში დღეს დაგეგმილი რადას სხდომა გაუქმებულია - მიზეზი უკრაინის დედაქალაქის სამთავრობო კვარტალზე რუსეთის მხრიდან იერიშის საშიშროებაა. შესაბამისმა სტრუქტურებმა დეპუტატებს მოუწოდეს შეზღუდონ მათი და მათი ოჯახების ტერიტორიაზე ყოფნა.

ვლადიმერ პუტინმა კი აღიარა, რომ ქალაქ დნიპროზე რუსულმა ჯარმა საშუალო მანძილზე მოქმედი ახალი ბალისტიკური რაკეტით მიიტანა იერიში.

რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ კონფლიქტი რუსეთის სიღრმეში დარტყმების შემდეგ გლობალური გახდა და მათი უახლესი სარაკეტო კომპლექსების შემდგომი ობიექტები რუსეთის უსაფრთხოებიდან გამომდინარე განისაზღვრება.

ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით კი, ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენებით პუტინმა წელს მეორედ გადადგა ნაბიჯი ომის ესკალაციისკენ და გაეროს წესდება დაარღვია. თუმცა პენტაგონის ინფორმაციით, მოსკოვმა ვაშინგტონს რაკეტის გაშვებამდე წინასწარ შეატყობინა.

პარალელურად, აშშ-ის დასანქცირებულთა სიაში პირველად მოხვდა რუსული "გაზპრომბანკი". ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის ინფორმაციით, რუსეთი "გაზპრომბანკს" უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის ტექნიკის შესაძენად იყენებდა.

ბანკის წინააღმდეგ სანქციები მანამდე დაწესებული ჰქონდათ ავსტრალიას, კანადას, ახალმა ზელანდიასა და დიდ ბრიტანეთს.