როგორ მივხვდეთ, გველი შხამიანია თუ არა? - სპეციალისტის რჩევა
1751229410
კიევის რეგიონში რუსებმა დახვრიტეს გოსტომელის თემის ხელმძღვანელი იური პრილიპკო, რომელმაც ძმებთან ერთად ხალხს პური და წამლები დაურიგა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
ინფორმაციას გოსტომელის სოფლის საკრებულოში ადასტურებენ.
„გოსტომელის თემის თავმჯდომარე, იური ილიჩ პრილიპკო გარდაიცვალა მშივრებისთვის პურის და ავადმყოფებისთვის წამლების დარიგებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გოსტომელებს პანაშვიდზე არ იწვევენ, მაგრამ სოფლის საკრებულომ მისთვის ლოცვა ითხოვა.
შეგახსენებთ, რომ პრილიპკოს გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 3 მარტს გავრცელდა. მაშინ ცნობილმა უკრაინელმა პოლიტოლოგმა იური რომანენკომ თქვა, რომ ოკუპანტებმა პრილიპკო სწორედ მისი სახლის ეზოში დახვრიტეს, თუმცა, მაშინ ეს ინფორმაცია უარყვეს.