დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ამის შესახებ BBC პენტაგონზე დაყრდნობით იუწყება.
პენტაგონის ცნობით, რუსეთმა შეჭრამდე უკრაინის საზღვრებთან კონცენტრირებული ძალებისა და აქტივების 95% განალაგა.
რუსული ჯარების მნიშვნელოვანი წინსვლა ჯერჯერობით არ ყოფილა.
კიევის მახლობლად, 64-კილომეტრიანი კოლონა ჯერ კიდევ დისლოცირებულია. სავარაუდოდ, ტალახში გაიჭედა და მთელი საწვავი დაიხარჯა.
ოდესის რეგიონში, დესანტის გადმოსხმა ჯერ არ მომხდარა. არც იმის ნიშნებია, რომ ეს პროცესი მალე დაიწყება.
რუსეთის საჰაერო ძალები კვლავ ვერ აკონტროლებენ უკრაინის საჰაერო სივრცეს.
დაფრინავენ უკრაინული საბრძოლო თვითმფრინავები და ვერტმფრენები, მოქმედებს საჰაერო თავდაცვა.
ამავდროულად, ორივე მხარემ განიცადა დანაკარგები საბრძოლო თვითმფრინავების, ვერტმფრენებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების კუთხით.