ღაზაში "ცაჰალის" დარტყმებს 70-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ისრაელის თავდაცვის ძალების ტანკები ქალაქ ღაზას მიუახლოვდნენ

სამხედრო ოპერაციას განაგრძობს ღაზაში ისრაელი. ბოლო 24 საათის განმავლობაში, კონფლიქტის ზონაში "ცახალის" დარტყმებს 70-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად არიან დაჭრილებიც.

"ჰამასთან", ასევე ირანთან მოლაპარაკებებში, ნეთანიაჰუს, მის წინააღმდეგ ისრაელის სასამართლოში კორუფციის ბრალდებით მიმდინარე პროცესი უშლის ხელს - ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გააკეთა.

დონალდ ტრამპი ისრაელის პროკურორებს ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების გამო აკრიტიკებს.