რუსმა ოკუპანტებმა კიევის რეგიონზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

kievi

უკრაინული მხარის ინფორმაციით, 15 ოქტომბერს, დილით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევის ერთ-ერთ რეგიონზე იერიში მიიტანეს. 

„ყველა სამსახური მუშაობს, ადგილზე არიან მაშველები. ჯერჯერობით, მსხვერპლი არ არის“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

ამასთან, უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქალაქ ნიკოპოლში 50-ზე მეტი რუსული ჭურვი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიჭრა.

„ქალაქში განადგურდა 10-ზე მეტი მაღალსართულიანი კორპუსი, რამდენიმე მაღაზია, მანქანები და რამდენიმე ოფისი“, - აცხადებს დნეპროპეტროვსკის ოლქის ხელმძღვანელი ვალენტინ რეზნიჩენკო.