„თქვენ იღბლის ფავორიტები ხართ“ - ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
1732308365
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი ციხეებში ეძებს მკვლელებს და ჰპირდება თავისუფლებას, თუ ისინი უკრაინაში იომებენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მორიგი ვიდეომიმართვის დროს განაცხადა.
მისივე თქმით, ფრონტის ხაზზე ყველაზე რთულ მიმართულებად ბახმუტი და სოლედარი რჩება.
„ოკუპანტებმა ჩვენი ძალების წინააღმდეგ გადაისროლეს ყველა, ვინც კი შეეძლოთ, მათ შორის 2 000 პატიმარი. ისინი დაქირავებულებს შორის არიან. ამ პატიმრებს აქვთ ხანგრძლივი სასჯელის ვადა, რაც მძიმე დანაშაულისთვის მიესაჯათ. მათ ფრონტზე აკავებენ არა მხოლოდ ფულის, არამედ ამნისტიის დაპირებით. აი, ამგვარად ასპონსორებს ტერორს. ციხეებში ეძებს მკვლელებს და ჰპირდება მათ გათავისუფლებას, თუ ისინი გააგრძელებენ მკვლელობას. ვინმეს მსოფლიოში კიდევ ეპარება ეჭვი, რომ რუსეთი ოფიციალურად უნდა იყოს აღიარებული ტერორისტ სახელმწიფოდ? მგონი, არა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
თავის გამოსვლაში უკრაინის პრეზიდენტმა ასევე შეაქო უკრაინელი სამხედრო ნაწილები, რომლებმაც ხერსონის მიმართულებით მოწინააღმდეგის ტექნიკა გაანადგურეს და ტყვედ აიყვანეს რუსი სამხედროები.