ხერსონში, ოკუპანტმა უიარაღო წყვილი საკუთარ ეზოში მოკლეს

xersoni

1 ივნისს ხერსონის რაიონში რუსმა ოკუპანტმა უიარაღო წყვილი საკუთარი სახლის ეზოში ჩაცხრილა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პროკურატურა ავრცელებს. 

მათივე განმარტებით, მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევასთან, განზრახ მკვლელობასთან ერთად.

„გამოძიების თანახმად, 2022 წლის 1 ივნისს, სოფელ ვისოკოპილიაში, რუსეთის არმიის უცნობმა სამხედრო პირმა საკუთარ ეზოში უიარაღო ადგილობრივ წყვილს ესროლეს. კაცი და ქალი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობების ადგილზე გარდაიცვალა.

ეს ქმედებები ეწინააღმდეგება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს, რომლებიც ცალსახად კრძალავს მშვიდობიანი მოსახლეობის თავდასხმას",- ნათქვამია განცხადებაში.