დადგი ნაძვის ხე „ჯადოსნურ“ თარიღებში, რომ 2026 წელი იღბლიანი აღმოჩნდეს
1764178882
რუსეთი ნერვების ომს აწარმოებს,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
„რუსეთი ნერვების ომს აწარმოებს. ამიტომ ჩვენი ნერვები უნდა შევინარჩუნოთ. ამ დაპირისპირებაში ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დიპლომატიამ იმუშაოს და ყველა შესაძლო გზას ვიყენებთ. ამ კონტექსტში, ვგმობ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ინსტიტუტების უცნობი რაოდენობის წარმომადგენლებს რუსეთში შესვლა აეკრძალათ. ეს გადაწყვეტილება მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ დასაბუთებასა და გამჭვირვალობას და მას სათანადო რეაგირება მოჰყვება. რუსეთი ევროპაში დაძაბულობის ატმოსფეროს გაღვივებას განაგრძობს, იმის ნაცვლად, რომ ხელი შეუწყოს დეესკალაციას“, - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.