დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, ნატო უკრაინაში სამხედროების გაგზავნას არ გეგმავს. ამის შესახებ მან BBC-სთან ინტერვიუს დროს განაცხადა.
სტოლტენბერგის თქმით, ნატო-ს კოლექტიური თავდაცვის ვალდებულება, რომ ერთ მოკავშირეზე თავდასხმა ყველა მოკავშირეზე თავდასხმად განიხილება, არ ვრცელდება უკრაინაზე, რადგან უკრაინა ალიანსის წევრი არ არის.
„ჩვენ არ ვგეგმავთ ნატო-ს ჯარისკაცების განთავსებას უკრაინაში. ნატო-ს მოკავშირეებს ჰყავთ ტრენერები, ჩვენ ვეხმარებით მათ შესაძლებლობების გაძლიერებაში, მათი თავდაცვის მოდერნიზებაში, მათ შორის კიბერთავდაცვის ჩათვლით. ნატო-ს მოკავშირეები ასევე უზრუნველყოფენ აღჭურვილობას, თავდაცვით იარაღს, ისევე როგორც დიდმა ბრიტანეთმა, მაგალითად, ტანკსაწინააღმდეგო იარაღი მიაწოდა.
ასე რომ, ჩვენ ბევრ რამეს ვაკეთებთ, რათა დავეხმაროთ უკრაინას, გააძლიეროს თავისი შესაძლებლობები და საკუთარი თავის დაცვა, მაგრამ უკრაინა არ არის ნატო-ს მოკავშირე. ასე რომ, 100%-იანი უსაფრთხოების გარანტია, რომ ერთ მოკავშირეზე თავდასხმა გამოიწვევს პასუხს მთელი ალიანსისგან, ეხება ნატო-ს მოკავშირეებს და არა ახლო, ძვირფას პარტნიორებს“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.