რასმუსენი: საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ი ბუქარესტშივე უნდა მიგვეცა

რასმუსენი

NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ომის პარალელურად წარსულის მოვლენებსაც იხსენებს, კერძოდ კი, ბუქარესტის სამიტს, რომელზეც საქართველოსა და უკრაინისთვის „მაპ“-ის მიცემა განიხილებოდა.

„2008 წელს ბუქარესტში საქართველოსა და უკრაინას მაპ-ი არ მივეცით, მაგრამ დავპირდით, რომ გახდებოდნენ ნატოს წევრები - შემდეგ დავიწყეთ ამაზე მუშაობა - შევქმენით ნატო & უკრაინის და ნატო & საქართველოს კომისიები.

ანუ, მაპ-ით გათვალისწინებული პროცესის ნაცვლად, წინსვლის სხვა გზა ავირჩიეთ. მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან, ვფიქრობ, რომ ეს არასწორი არჩევანი იყო - თბილისისა და კიევისთვის მაპ-ი იქ, ბუქარესტშივე უნდა მიგვეცა. ეს არ გავაკეთეთ - ეს კი სიგნალი იყო პუტინისთვის, რომ ნატოში უთანხმოებაა. მან ეს სისუსტე გამოიყენა და მალევე შემოიჭრა კიდეც საქართველოში“,- ამბობს რასმუსენი „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუს დროს.