ჯონსონი: ჯერ კიდევ არის დრო, რომ ვლადიმერ პუტინმა უკან დაიხიოს

boris jonsoni

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ უკრაინელი ხალხის ნატოში გაწევრიანების სუვერენული უფლება ვაჭრობის საგანი ვერ იქნება.

„რისი გაკეთებაც არ შეგვიძლია, ეს უკრაინელი ხალხის ნატოში გაწევრიანებისკენ მისწრაფების სუვერენული უფლების დათმობაა. ეს ვაჭრობის საგანი ვერ იქნება. ეს უკრაინელი ხალხის უფლებაა“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

ბორის ჯონსონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ირგვლივ შექმნილი ვითარება ძალიან სახიფათო და ძალიან რთულია.

„ჩვენ უფსკრულის პირას ვართ, მაგრამ ჯერ კიდევ არის დრო, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკან დაიხიოს. ყველას დიალოგში ჩართვისკენ მოვუწოდებთ“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა.