ჯეი დი ვენსი უკრაინის კონფლიქტზე: ფულისა და შეიარაღების ხარჯვა არ არის სტრატეგია

ჯეი დი ვენსი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ფულისა და შეიარაღების ხარჯვა უკრაინის საშინელ კონფლიქტში არ არის სტრატეგია.

ვენსმა გაიხსენა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან პირადი საუბრები და აღინიშნა, რომ, როცა მათ ეკითხებოდნენ, თუ რა იყო მათი მხარდაჭერის მიზანი, რომელიც ათეულობით და ასეულობით მილიარდი დოლარის ხარჯვას გულისხმობდა, ისინი სიამაყით პასუხობდნენ, რომ იარაღს გაუგზავნიდნენ იმდენ ხანს, რამდენიც შესაძლებელი იქნებოდა და იმედი ჰქონდათ, რომ ეს ვითარებას შეცვლიდა.

“იმედი არ არის სტრატეგია. ფულისა და შეიარაღების ხარჯვა საშინელ კონფლიქტში, არ არის სტრატეგია. ერთადერთი ადამიანია, ვისაც სტრატეგია აქვს, არის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, და ყველა მას უნდა მიჰყვებოდეს“, - თქვა ვენსმა.