“ცუდად დაასრულებს…” - გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1741028578
ეს მხოლოდ ორი ქვეყნის ურთიერთობის გაფუჭებასა და ევროსკეპტიციზმის გაღვივებას ემსახურება, - ასე აფასებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი, ბალტიის ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებს.
მისივე თქმით, სანქციები ვერ იქნება საქართველოს ინტერესების დაცვისათვის მომართული:
"მსგავსი ტიპის საქციელებს ბალტიისპირეთიდან და დიპლომატიური სტანდარტების დარღვევას, ჩვენ უკვე ვხედავთ 3 წლის განმავლობაში და ეს საქციელი სხვა არაფერია, თუ არა ევროსკეპტიციზმის გაღვივება ჩვენს ქვეყანაში. მაგრამ, ერთი რამ გასათვალისწინებელია, რომ სანქციები ვერ იქნება ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვისათვის მომართული და ვერ ექნება გავლენა განსაკუთრებით ისეთ სპორტსმენებზე, რომლებმაც ქვეყანას სახელი გაუთქვეს. მაგალითად, ტალახაძისათვის მსგავსი ტიპის სანქციებს ძალა არ ექნება. ეს მხოლოდ ორი ქვეყნის ურთიერთობის გაფუჭებას და ევროსკეპტიციზმის გაღვივებას ემსახურება," - აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი.
გუშინ ესტონეთმა საქართველოს კიდევ 55 ოფიციალურ პირს, ლიეტუვამ 74, ლატვიამ კი 16 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. სიაში მოხვდნენ საქართველოს პარლამენტის მოქმედი და ყოფილ წევრები. მოსამართლეები, პროკურორები, პოლიციელები, ასევე მოძრაობა "ალტ-ინფოს" დამფუძნებლები.