ჯანმრთელობის დაწესებულებები არასოდეს უნდა იყოს სამიზნე - გაერო

სამშობიაროზე თვდასხმა

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რუსეთს  მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საავადმყოფოებზე, ჯანდაცვის მუშაკებზე და სასწრაფო დახმარების მანქანებზე თავდასხმა. ამის შესახებ ინფორმაცია BBC ავრცელებს.

„არცერთი მათგანი არ უნდა იყოს სამიზნე არასოდეს, არასდროს“, - განაცხადა გაეროს სპიკერმა სტეფან დუჟარიკმა.

მისივე თქმით, გაერო ადევნებდა თვალყურს საპორტო ქალაქ მარიუპოლში ბავშვთა და სამშობიარო საავადმყოფოზე მომხდარ შოკის მომგვრელი თავდასხმის დეტალებს. დაშავდა სულ მცირე 17ადამიანი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან სულ მცირე 18 სხვადასხვა  ჯანდაცვის ობიექტებზე თავდასხმა გამოავლინა.

მისი თქმით, ამ თავდასხმებს სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა და 16 დაშავდა.

ცნობისთვის, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა  მარიუპოლში, სამშობიარო სახლი და ჰოსპიტალი დაბომბეს, რის შედეგადაც სულ მცირე, 17 ადამიანი დაიჭრა.