სიახლე, რომელიც 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება
1757965444
მარიუპოლში სამშობიარო სახლსა და ბავშვთა ჰოსპიტალზე განხორციელებულ თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ეხმაურება და ადგილიდან ვიდეოკადრებს ავრცელებს.
ზელენსკი მსოფლიოს კიდევ ერთხელ მოუწოდებს დახურონ ცა უკრაინის თავზე.
„მარიუპოლი. რუსული შეიარაღებული ძალების პირდაპირი თავდასხმა სამშობიაროზე. ხალხი ნანგრევების ქვეშ არის. ბავშვები ნანგრევების ქვეშ არიან. ეს სისასტიკეა! კიდევ რამდენ ხანს აპირებს მსოფლიო თანამონაწილეობას, ტერორის იგნორირებას? დახურეთ ცა დაუყოვნებლივ! შეაჩერეთ მკვლელობები დაუყოვნებლივ! თქვენ ფლობთ ძალაუფლებას, თუმცა როგორც ჩანს, ადამიანობას კარგავთ“, – წერს ზელენსკი.
ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლში სამშობიარო სახლი და ბავშვთა ჰოსპიტალი დაბომბეს. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.