რეკომენდაცია, რომელიც კოვიდინფიცირებულმა ორსულებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ!

ორსულები

ორსულების გარდაცვალება სერიოზული პრობლემაა და სამწუხაროდ, ორსულების გარდაცვალების თავიდან აცილების ერთადერთი ქმედითი გზა შეიძლება იყოს აქტიური ვაქცინაცია, რომელიც ჯერჯერობით ძალიან დაბალ მაჩვენებელზეა,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ჩარევა არის მაქსიმალურად ინტენსიური, თუმცა გარდაცვალების შემთხვევა ბევრად უფრო მეტი იყო წელს, ვიდრე გასულ წელს. „დელტა“ შტამმა განსაკუთრებით დაამძიმა ეს მიმდინარეობა, ამდენად ორსულების შემთხვევაში მთავარი გამოსავალი ისევ და ისევ არის აქტიური პრევენცია ვაქცინაციის გზით, რადგან მაინც ჯანდაცვას დღეს მთლიანად, გლობალურად არ აქვს სრული რესურსი, რომ ბოლომდე მართოს შემთხვევები და ჩვენც ვიცით, რომ 100 შემთხვევიდან ერთი ან ორი შემთხვევა გარდაცვალებით დამთავრდება, რაც არ უნდა გაკეთდეს,“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.