1733169705
ისტორიაში პირველად, აშშ-ში ს ადამიანს ღორის გენეტიკურად მოდიფიცირებული გული გადაუნერგეს
ისტორიაში პირველად, აშშ-ში ს ადამიანს ღორის გენეტიკურად მოდიფიცირებული გული გადაუნერგეს.
ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.
ოპერაცია მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ექიმებმა ჩაატარეს. ექიმების განცხადებით, ექსპერიმენტული ოპერაციიდან 3 დღის შემდეგ პაციენტი თავს კარგად გრძნობს.
მათი თქმით, ჯერჯერობით ნაადრევია იმის მტკიცება, რომ ოპერაცია 100% წარმატებულია, თუმცა ეს ტრანსპლანტაციის დარგში მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
პაციენტი 57 წლის დევიდ ბენეტია, რომლისთვისაც მომდევნო რამდენიმე კვირა გადამწყვეტი იქნება. ექიმები ახლა ყურადღებით აკვირდებიან, როგორ მუშაობს მისი ახალი გული.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, გადანერგვისთვის ადამიანის ორგანოების უზარმაზარი დეფიციტია, რაც მეცნიერებს აიძულებს, გაერკვნენ, თუ როგორ გამოიყენონ ამ მიზნით ცხოველების ორგანოები.