პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დღეს უკრაინასა და მსოფლიოში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით უცხოელი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და მესამე - ბირთვული მსოფლიო ომის დაწყება არ გამორიცხა.
NBC News-ის ჟურნალისტის კითხვის - „შეგიძლიათ დაამშვიდოთ მსოფლიო და განაცხადა, რომ განრისხებული რუსეთი ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს" - საპასუხოდ, რუსეთის პირველმა დიპლომატმა დასავლელი პოლიტიკოსების ციტატები მოიშველია და ბოლოს თქვა, რომ ბირთვული ომის წამოწყების საშიშროება არა რუსეთისგან, არამედ დასავლეთიდან მომდინარეობს.
„ჩვენ სამხედრო დოქტრინა გვაქვს, იქ ბირთვული იარაღის გამოყენების პირობები და პარამეტრებია გაწერილი. იქ არ არის ესკალაცია, დეესკალაციის გამო, როგორც ამას ჩვენი დასავლელი ანალიტიკოსები ამბობენ, თუმცა საუბარი ბირთვული ომის შესახებ ახლა მიმდინარეობს. გთხოვთ, ყურადღებით დააკვირდეთ იმ გამოსვლებს, რომელიც ისმის და იმ პერსონაჟებს, ვინც ამ სიტყვებს აჟღერებენ. თავიდან მგონი ბატონს სტოლტენბერგს უნდოდა პროპაგანდისტულად თავი მოეწონებინა დასავლეთისთვის და განაცხადა, რომ ვერავინ დაუშლის NATO-ს იმის გაკეთებას, რაც სურს, მათ შორის თუ ის აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსებას მოინდომებს. იქიდან დავიწყოთ, რომ NATO-ს არ შეუძლია გადაწყვიტოს სად განათავსებს ბირთვულ იარაღს, ის ალიანსს არ აქვს, იარაღი ამერიკელებს აქვთ, მაგრამ მინიშნება, რომელიც სტოლტენბერგმა გააკეთა, საგულისხმო იყო. ამის შემდეგ ბატონმა ზელენსკიმაც განაცხადა, რომ უარს იტყოდა არაბირთვული სახელმწიფოს ვალდებულებების შესრულებისგან და ბირთვულ იარაღს შეიძენდა. არ დაგავიწყდეთ რა თქვა ჩემმა ფრანგმა კოლეგამ - საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხშირად უყვარს მას მამლაყინწობა, განაცხადა, რომ პუტინს უნდა ახსოვდეს, რომ ბირთვული იარაღი საფრანგეთსაც აქვს. შემდეგ ბრიტანეთში ქალბატონმა ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ ის ნატოსა და რუსეთს შორის კონფლიქტისთვის მზად არის. მიაქციეთ ყურადღება ბაიდენის განცხადებას, როდესაც ის პასუხობს კითხვას - ჰქონდა თუ არა არსებულ ე.წ. „სანქციებს ჯოჯოხეთიდან“ ალტერნატივა, ის ამბობს, რომ ამის ალტერნატივა, მხოლოდ მესამე მსოფლიო ომი შეიძლებოდა ყოფილიყო.
ყველასთვის გასაგებია, რომ მესამე მსოფლიო ომი მხოლოდ ბირთვული შეიძლება იყოს, მაგრამ თქვენს ყურადღებას ვამახვილებ იმაზე, რომ ბირთვული ომი მხოლოდ დასავლელი პოლიტიკოსების თავში ტრიალებს და არა რუსების თავში. ამიტომ გარწმუნებთ, არ დავუშვებთ რაღაც პროვოკაციებმა წონასწორობიდან გამოგვიყვანოს, მაგრამ თუ ჩვენს წინააღმდეგ რეალური ომი დაიწყება... ამაზე ალბათ, მათ უნდა იფიქრონ, ვინც ასეთ გეგმებს აწყობენ. ისინი კი ჩემი შეფასებით, ამ აზრების მატარებლები არიან“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.