19 წელი – რა ნახეს მათ ცხოვრებაში სხვის მიწაზე შეჭრის გარდა? წადით სახლში, უთხარით თქვენს მეთაურებს, რომ სიცოცხლე გინდათ - ზელენსკი რუს ჯარისკაცებზე

ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, გასული ერთი კვირის განმავლობაში, თითქმის ცხრა ათასი რუსი სამხედრო ემსხვერპლა საბრძოლო მოქმედებებს უკრაინაში.  ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, მოწინააღმდეგეს დაღუპულებისა და დაშავებულების გაყვანა ვერტმფრენების საშუალებით უწევთ. 

„19 წელი, 20 წელი – რა ნახეს მათ ცხოვრებაში სხვის მიწაზე შეჭრის გარდა? წადით სახლში, თქვენს არმიაში. უთხარით თქვენს მეთაურებს, რომ სიცოცხლე გინდათ, რომ არ გინდათ სიკვდილი“, – მიმართა ზელენსკიმ რუს სამხედროებს.

ზელენსკის თქმით, უკრაინელები ყველაფერს აკეთებენ, ოკუპანტების მორალურად გასატეხად.

„ჩვენ ვართ ერი, რომელმაც ერთ კვირაში დაარღვია მტრის გეგმები. გეგმები, რომელიც წლობით შენდებოდა. მტრის მორალური მდგომარეობა უარესდება. უფრო მეტი ოკუპანტი გარბის საკუთარ სახლებში. გულწრფელად აღფრთოვანებული ვარ უკრაინელებით, რომლებიც შიშველი ხელებით გამოდიან და ოკუპანტებს თავიანთი ქალაქებიდან აძევებენ!“,- განაცხადა ზელენსკიმ.