პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდა შეწყვიტოს ომი და დაუყოვნებლივ დატოვოს უკრაინის ტერიტორია.
პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციასაც გამოეხმაურა.
„ბოლო კვირას უკრაინამ მტრის გეგმები დაამსხვრია. გეგმა, რომელიც წლების განმავლობაში მუშავდებოდა და დეტალებში იყო გათვლილი ლაჩრულად და ჩვენი ერის მიმართ ზიზღის ფონზე. ასევე ნებისმიერი ადამიანის მიმართ, ვინც თავისუფლებას ესწრაფვის. მაგრამ ჩვენ მტერი შევაჩერეთ და საკადრის პასუხს ვცემთ. ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი მესაზღვრეები, ჩვენი ტერიტორიული დაცვა, უბრალო ფერმერები, მტერს ყოველდღიურად დიდ ზიანს აყენებენ. რუსი ჯარისკაცები კი მხოლოდ ერთს იმეორებენ, ვერ გაუგიათ, რატომ არიან აქ.
უკრაინელებო, თითოეულმა ოკუპანტმა უნდა იცოდეს, რომ ისინი აქ ვერაფერს მიიღებენ, ვერავის მოისყიდიან, რაც არ უნდა მეტი ჯარისკაცი და სამხედრო ტექნიკა გამოაგზავნონ, ეს მათთვის არაფერს შეცვლის. 1 კვირაში მათ უკვე ჰყავთ 9 000 დაღუპული ჯარისკაცი.
დღეს საერთაშორისო პარტნიორებსა და ანტისაომარი კოალიციის წევრებს ვესაუბრე. ამასთან, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო გაეროს უსაფრთხოების საბჭომ, რომლის 141-მა წევრმა ქვეყანამ რუსეთს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დატოვოს უკრაინის ტერიტორია. რუსეთს კი მხარი მხოლოდ 4-მა ქვეყანამ დაუჭირა - ჩრდილოეთ კორეამ, ერიტრეამ, სირიამ და ბელარუსმა. ესენი არიან რუსეთის მეგობრები, სხვა არც არასოდეს ეყოლება იმ ქვეყანას, რომელმაც მშვიდობაში ცხოვრება არ იცის," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.