ჰყოფნის თავხედობა შეაფასოს ჩვენი პრეზიდენტი?!. სიბერეში საბოლოოდ დაკარგა გონების ნარჩენები - კადიროვი ჯო ბაიდენზე

კადიროვი

ჯო ბაიდენის მიერ ვლადიმირ პუტინის ომის დამნაშავედ მოხსენიებას ჩეჩნეთის მეთაური გამოეხმაურა.

რამზან კადიროვმა თავის ტელეგრამარხზე ჯო ბაიდენი გააკრიტიკა. 

„ჯო ბაიდენმა სიბერეში საბოლოოდ დაკარგა გონების ნარჩენები. ახლა კეთილშობილი კოვბოის როლში შესვლის მცდელობისას მან გადაწყვიტა შეეფასებინა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და მას ომის დამნაშავე უწოდა.

შეგახსენებთ, საუბარია ჯოზეფ რობინეტ ბაიდენზე, შეერთებული შტატების 47-ე მმართველზე. ეს ის ადამიანია, რომელმაც თავისი ცხოვრების პერიოდში კაცობრიობის წინაშე იმდენი ბოროტება ჩაიდინა, რომ მისი თითოეული ქმედება დამოუკიდებლად აღებული საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მკაცრი განაჩენი გამოუტანონ. უფრო მეტიც, მისი ზოგიერთი მონსტრული დანაშაულის დამტკიცება ბრალდებას არც დასჭირდება.

ბაიდენი საჯაროდ, აბსოლუტურად უხერხულობის გარეშე, ამაყად წარმოადგენს ამ მტკიცებულებებს, იხსენებს რა, თუ როგორ დაბომბეს ბელგრადი მისი პირადი ინიციატივით და გაანადგურეს სერბული კვარტლები. სწორედ მან გასცა ბრძანება საჰაერო ძალებზე, რომ დაებომბათ სირია, მოგვიანებით გაირკვა, რომ მან არაფერი იცოდა იმ რაიონზე სადაც ოპერაცია უნდა ჩატარებულიყო და იქ მყოფებზე.  ჩვენ ასევე გვახსოვს, ჯერ კიდევ სენატორობის დროს, როგორ დაჟინებით მოითხოვდა ბაიდენი ერაყში შეჭრას. მსოფლიო არ დაივიწყებს ამერიკელების სისასტიკეს ბაღდადში. სწორედ ამერიკული იარაღი, რომლებსაც ფაშისტები იღებენ ბაიდენის ბრძანებით, აქცევენ უკრაინულ ქალაქებს ნანგრევებად და მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილს იწვევს.

ჯო ბაიდენის ყველა ქმედება მხოლოდ აშშ-ის ეკონომიკის ინტერესებისკენ არის მიმართული. გამოგონილი მიზეზებით სხვა ქვეყნების ნგრევისას, ის, ისევე როგორც მისი წინამორბედები ტკბებიან ქაოსით სხვა რეგიონებში და ვერ ძღებიან ამერიკული ჭურვებით დაღუპული ქალების, ბავშვების და მოხუცების სისხლით.

და ამ მანიაკს, რომელსაც თავი მსოფლიო ჟანდარმად წარმოუდგენია, ჰყოფნის თავხედობა შეაფასოს ჩვენი პრეზიდენტი?! დღეს ქვეყნების ამჟამინდელ ლიდერებს შორის არ არსებობს უფრო ცნობილი სამხედრო და ეკონომიკური დამნაშავე, ვიდრე ჯო ბაიდენია.

ტიპური მაგალითი ავტორიტარული მმართველისა და ძალაუფლების მოყვარული დესპოტის ტიპური მაგალითი. მთელ ცივილიზებულ სამყაროს ეს კარგად ესმის. საქმე ისაა, რომ ყველა ვერ ბედავს ამის თქმას. მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს," - წერს რამზან კადიროვი.