1732386875
გოგო, რომელიც მცველებს სიმღერით ამხნევებდა - „აზოვსტალის ჩიტი“ ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ პირველად საუბრობს
უკრაინამ მოახერხა 215 უკრაინელი დამცველის გაცვლა, მათ შორის არის აზოვის პოლკის 108 მებრძოლი. გათავისუფლებულთა შორის არის ეკატერინა პოლონჩუკი, რომელმაც პირველად ისაუბრა თავის მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზე. აზოვსტალელი მედიკოსი მაისიდან ტყვეობაში იყო.
მან ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ახალი ფოტო გამოაქვეყნა აღნიშნა, რომ ღიმილს არ წყვეტს. მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მისი თავისუფლებისთვის იბრძოდა და დასძინა, რომ „ჭრილობებს მოიშუშებს“ და ისევ სამუშაოდ გაემზადება.
„მადლობა ყველას მხარდაჭერისა და თბილი სიტყვებისთვის. გმადლობთ, რომ იბრძვით ჩემი თავისუფლებისთვის. თუ ღიმილს შევწყვეტ, ე.ი. მკვდარი ვარ. უკრაინაში ვარ. ჩვენ ეს ერთად გავაკეთეთ. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია!“, - წერს იგი.
21 წლის მოხალისე სახელად „ჩიტი“ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ვიდეოები გავრცელდა, სადაც გოგონა მღეროდა და ამხიარულებდა მარიუპოლის დამცველებს. ახალგაზრდა დამცველი არის ეროვნული დრამატული თეატრ-სტუდიის მსახიობი, პოეტი, კლასიკური არიებისა და პატრიოტული კლასიკოსების შემსრულებელი. პოლონჩუკი მარიუპოლის „აზოვსტალში" იმყოფებოდა, მაისში იგი ტყვედ ჩაბარდა ქალაქის დამცველებთან და სხვა ექიმებთან ერთად. აგვისტოში გოგონას დედამ განაცხადა, რომ მისი ქალიშვილი ოლენევკაში კოლონიაში იმყოფებოდა.