1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
„აზოვსტალის“ რამდენიმე დამცველი რუსული ტყვეობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ გამოცემა Censor-ი, Mariupol Now Telegram-ზე დაყრდნობით იუწყება.
გამოქვეყნდა გათავისუფლებული დამცველების ფოტოც.
ცნობილია, რომ ტყვეობიდან გაათავისუფლეს მარიუპოლის საპატრულო პოლიციის უფროსი მიხაილ ვერშინინი, ეკატერინა პოლისჩუკი და სერჟანტი მიხეილ დიანოვი.
ამასთან ცნობილი გახდა, რომ ტყბეობიდან თავისუფალია 10 უცხოელიც, რომლებიც უკრაინულ მხარეს იბრძოდნენ.
გათავისუფლებულებს შორის არიან აშშ-ის, მაროკოს, დიდი ბრიტანეთის, შვედეთისა და ხორვატიის მოქალაქეები, რომლებიც უკვე ჩავიდნენ საუდის არაბეთში. BBC-ის ინფორმაციით, ტყვეებს შორის დიდი ბრიტანეთის ხუთი მოქალაქეა, მათ შორის ერთს სიკვდილით დასჯა ჰქონდა მისჯილი.
უცხოელ ტყვეთა გაცვლა საუდის არაბეთის შუამავლობით შედგა.