უკრაინა

„აზოვის“ პოლკის მეთაური დენის პროკოპენკო და ასზე მეტი „აზოველი“ ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლდნენ

„აზოვის“ პოლკის მეთაური დენის პროკოპენკო ტყვეობიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ ტელეგრამარხებზე ვრცელდება.

ასევე, გამოქვეყნდა  ფოტო, სადაც დენის პროკოპენკო სხვა აზოველჯარისკაცებთან ერთადაა, მათ შორის არის მისი მოადგილე სვიატოსლავ პალამარი „კალინა“. გავრცელებული ინფორმაციით, გათავისუფლებულთა შორის ასევე არიან დმიტრი ვოლონტირეცი „ვოლინა“, დმიტრი კოზიცკი„ორესტი“. მარიუპოლის საპატრულო პოლიციის უფროსი მიხაილო ვერშინინი, ეკატერინა პოლიშჩუკი "პტაშკა", აზოვსტალის მცველი მიხაილ დიანოვი და სხვები.

არსებული ინფორმაციით, ტყვეობიდან 215 უკრაინელი მებრძოლი დაბრუნდა, მათ შორის 103 „აზოველია“.

გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციით, „აზოველები“ რუს მფრინავებსა და პუტინის მეგობარ ვიქტორ მედვედჩუკში გაცვალეს.

მთავარი სიახლეები