"ბოლო დაბადების დღე და აუხდენლად დარჩენილი სურვილი..." - ზურა ბაკურაძე 46 წლის გახდებოდა
1734968444
გერმანიის მთავრობამ უკრაინას სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტი გადასცა. ინფორმაციას გერმანიის მთავრობა საკუთარ ვებ-გვერდზე ავრცელებს.
უკრაინა გერმანიისგან Leopard-ის ტიპის 15 ტანკს, IRIS-T SLM და IRIS-T SLS ტიპის ორ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას, Patriot-ის ტიპის ორ გამშვებ დანადგარს, TRML-4D ორ რადარს მიიღებს.
სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში უკრაინას აგრეთვე გადაეცემა უპილოტო საფრენი აპარატები, სადესანტო მანქანები და ავტომობილები.
რაც შეეხება მიწოდების ვადებს, როგორც გერმანიის მთავრობაში განმარტავენ, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ეს საიდუმლოა.