1693080603
გენერალ კელოგთან ჩვენმა მოლაპარაკებებმა იმედი გააჩინა, ჩვენ ამერიკასთან მყარი შეთანხმებები გვჭირდება, რომელიც ნამდვილად იმუშავებს - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გენერალ კელოგთან მოლაპარაკებებმა იმედი გააჩინა და მათ აშშ-თან მყარი შეთანხმებები სჭირდებათ, რომელიც ნამდვილად იმუშავებს.
მისი განმარტებით, მათ სჭირდებათ სანდოდ და მკაფიოდ განვსაზღვროთ უსაფრთხოების გარანტიები, რათა ომი აღარ განმეორდეს და რუსეთს აღარ შეეძლოს ადამიანების სიცოცხლის გათელვა.
"გენერალ კელოგთან ჩვენმა მოლაპარაკებებმა იმედი გააჩინა. ჩვენ აშშ-სთან მყარი შეთანხმებები გვჭირდება, რომელიც ნამდვილად იმუშავებს. ამ მიმართულებით სწრაფად და მიუკერძოებლად მუშაობის განკარგულება გავეცი. ეკონომიკისა და უსაფრთხოების ინტერესები ყოველთვის თანხვედრაში უნდა იყოს. მნიშვნელოვანია შეთანხმების დეტალები, რაც უფრო კარგად არის შეთანხმებული დეტალები, მით უფრო კარგია შედეგი. ჩვენ გენერალ კელოგთან ფრონტის ხაზის შესახებ ვისაუბრეთ, ასევე ვისაუბრეთ, რომ საჭიროა ყველა ჩვენი მძევალი გავათავისუფლოთ, რომლებიც რუსეთში რჩებიან. გვჭირდება სანდოდ და მკაფიოდ განვსაზღვროთ უსაფრთხოების გარანტიები, რათა ომი აღარ განმეორდეს და რუსებს აღარ შეეძლოთ ადამიანების სიცოცხლის გათელვა. ჩვენ ყველას მშვიდობა გვჭირდება - უკრაინას, ევროპას, ამერიკას, ყველას მსოფლიოში", - განაცხადა ზელენსკიმ.