66 000-ზე მეტ პირს დავალიანება გაუნულდება! - ნახეთ, ვის შეეხება ცვლილებები
1740253942
ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ერთი ერთზე ბრძოლაში იწვევს - ფსონი დიდია - მთელი უკრაინა.
SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა ვლადიმერ პუტინს მოუწოდა, იბრძოლოს ერთზე ერთი უკრაინისთვის.
"მე გამოვიწვიე ვლადიმირ პუტინი, ერთი ერთზე ბრძოლაში, ფსონი უკრაინაა", - დაწერა მასკმა Twitter-ზე.
კომენტარებში მილიარდერმა კრემლს ჰკითხა - თანახმა არიან თუ არა დუელზე: "თანახმა ხართ ამ ბრძოლაზე? @KremlinRussia_E" - წერს მასკი.
მანამდე SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელმა და გამომგონებელმა ილონ მასკმა უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა, რომელიც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ იბრძვის.
"უკრაინა, მოითმინე“, - წერს ის სოციალურ ქსელში.
ამის შემდეგ, Twitter-ით მასკმა სამძიმარი გამოუცხადა "რუსეთის დიდ ხალხს, რომლებსაც ეს არ სურთ" (იგულისხმება რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ).
რუსეთის პრეზიდენტს ილონ მასკის ტვიტისთვის ჯერ არ უპასუხია.