ილონ მასკის შემდეგ, ჰაკერი ბიჭის "მსხვერპლი" პუტინის გარემოცვა გახდა - სად გადამალეს რუსმა ოლიგარქებმა პირად საკუთრებაში მქონე გემები

  oligark

ბიჭმა, რომელიც ილონ მასკის პირად თვითმფრინავს უთვალთვალებდა, სამიზნეში რუსი ოლიგაქები ამოიღო. ამის შესახებ ინფორმაციას Bussiness Insider-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, Twitter-ზე ანგარიში სახელწოდებით „რუსი ოლიგარქების ხომალდები“ უკვე შეიქმნა, რომელიც თვალს ყველაზე მდიდარი რუსი ბიზნესმენების ხომალდების მარშრუტს ადევნებს და ამის შესაბამის ინფორმაციას აქვეყნებს, სად ისინი ფრენენ.

ანგარიშზე პირველი პოსტი კვირას გამოჩნდა, მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ბევრმა სხვა ქვეყანამ პუტინისა და მისი უახლოესი გარემოცვის აქტივები გაყინა, ამ პირების საკუთრებაში არსებული იახტები და სასახლეები.

 

 

გამოცემა წერს, რომ მიუხედავად სანქციებისა, რუსი მილიარდერები პირად იახტებსა და ხომალდებს მაინც იყენებენ. CNBC-ის ინფორმაციით, ბევრმა მათგანმა საკუთარი მეგაიახტები მონტენეგროსა და მალდივებზე გადაიტანა, სავარაუდოდ, სანქციების თავიდან ასაცილებლად.

ბიჭი, რომელიც ამ ყველაფრის უკან დგას, ცნობილი გახდა ილონ მასკის პირადი თვითმფრინავის თვალთვალით.

მასკმა 19 წლის ბიჭს მისი ხომალდის გადაადგილების შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გამოტანის შეწყვეტის სანაცვლოდ თავდაპირველად 5 000 აშშ დოლარი შესთავაზა, უარის შემდეგ კი შეთავაზება 50 000-მდე გაზარდა.