რას ამბობენ კლინიკაში, სადაც გურამ დადიანიძის მამიდა, ნინო დადიანიძე მუშაობდა
1789417821
მამა პეტრე კოლხი მრევლს მოუწოდებს, ილოცონ, რათა უკრაინის გათავისუფლების პარალელურად პუტინის რუსეთი დასრულდეს.
„ყოველი დილა, საღამო და შუაღამე, რაც დიდი ხანია არ მიკეთებია - წამოვდგები და არა მხოლოდ უკრაინის გათავისუფლებას, პუტინის რუსეთის დასრულებას ვევედრები იესოს. წრფელი გულით ნათქვამ ლოცვას ღმერთი უპასუხოდ არ დატოვებს. ამ მარხვაში ყველამ ავიღოთ ეს ღვაწლი, ვილოცოთ და აუცილებლად შედეგს მივიღებთ. ასე გაგრძელება შეუძლებელია. ჯერ კიდევ საბჭოთა სისტემაში ვართ, ეს უნდა დაიშალოს.
რუსეთი ქრისტეს მტერია, პროვოკაციას არ წამოეგოთ. როგორც დოსტოევსკი იტყოდა: „ზოგი ისეთი მორწმუნეა, ადამიანის მკვლელობის დროსაც ლოცულობსო“, ჰოდა, ეს რუსეთზე თქვა. ეყოს რუსეთს, რაც ქრისტიანობის სახელით ივაჭრა, მეტად არ მოვტყუვდეთ!“, - წერს პეტრე კოლხი.