ფრონტზე წარუმატებლობის გამო პუტინმა რამდენიმე მაღალჩინოსანი სამხედრო გაათავისუფლა - ბრიტანული დაზვერვა

სამხედროები

ფრონტზე წარუმატებლობის გამო რამდენიმე რუსი მაღალჩინოსანი სამხედრო გაათავისუფლეს ან სარდლობიდან მოხსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ავრცელებს.

მათივე ცნობით, გენერალ-ლეიტენანტი სერგეი კისელი ხარკოვის აღების ჩავარდნის გამო მოხსნეს. ვიცე-ადმირალი იგორ ოსიპოვი კი კრეისერ მოსკვას ჩაძირვის გამო გაათავისუფლეს.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა აცხადებს, რომ გენერალური შტაბის ხელმძღვანელი ვალერი გერასიმოვი პოსტზე რჩება, თუმცა უცნობია, ენდობა თუ არა მას კვლავ პრეზიდენტი პუტინი.

 

სხვა სიახლეები