ბრიტანული დაზვერვა: რუსული ჯარების მოძრაობა ოდესისკენ შენელდა

სამხედრო ტექნიკა

რუსული ჯარები კვლავ ცდილობენ გადაადგილებას ნიკოლაევის დასავლეთით გვერდის ავლით ოდესისკენ, მაგრამ მათი წინსვლა შენელებულია ლოგისტიკური პრობლემებისა და უკრაინელების წინააღმდეგობის გამო. ამის შესახებ ბრიტანული დაზვერვა იუწყება.

მათივე ცნობით, უკრაინულმა კონტრშეტევებმა და რუსული ძალების უკანდახევამ უკრაინას მისცა საშუალება დაებრუნებინა ქალაქები და თავდაცვითი პოზიციები კიევიდან აღმოსავლეთით 35 კილომეტრამდე.

შსს-ს ცნობით, მძიმე ბრძოლები ღამით გაგრძელდა კიევის მიდამოებში. უკრაინელმა მებრძოლებმა მოახერხეს დამპყრობლებისგან არაერთი დასახლების დაბრუნება.

როგორც უკრაინული მედია წერს, წარუმატებელი შეტევითი ოპერაციის გამო, რუსეთის ჯარი გადასულია ქალაქების დაბომბვასა და მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორზე.

მიუხედავად ამისა, რუსეთი მალავს არმიის რეალურ დანაკარგებს, მათ შორის რუსეთის შეიარაღებულ ძალებში დაღუპულთა რეალურ რაოდენობას და დაჟინებით მოითხოვს „სპეციალური ოპერაციის“ გაგრძელებას.