"პუტინის ანონიმური სიძე გვარად ზელენსკი აღმოჩნდა - ტიხონოვას და ბალერონს საერთო შვილი ჰყავთ" - რას წერს უცხოური მედია

TIXINOVA

პუტინის ქალიშვილი ბალეტის მოცეკვავე ზელენსკიზე დაქორწინდა, რუსეთის პრეზიდენტის სიძე ბავარიის სახელმწიფო ბალეტის ყოფილ სამხატვრო ხელმძღვანელი იგორ ზელენსკია. წყვილს საერთო შვილიც ჰყავს. 

საგამოძიებო ჟურნალისტების თქმით, ბოლო წლებში კატერინა ტიხონოვა თავის რჩეულთან ერთად ორ ქვეყანაში - რუსეთსა და გერმანიაში ცხოვრობდა. 

ამის შესახებ სხვადასხვა მედია გამოცემები წერენ - "Важных историй" და Der Spiegel. მათივე ცნობით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, პუტინის ქალიშვილი კატერინა ტიხონოვა მიუნხენში 50-ზე მეტჯერ ჩაფრინდა. იგორ ზელენსკი ამ ქალაქში 2016 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს.

ასევე, ჟურნალისტებმა მიიღეს ანონიმურად ცნობები პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის ელექტრონული ფოსტიდან, რომელიც, სავარაუდოდ, კატერინა ტიხონოვას პირადი მცველია. ამ დოკუმენტებს შორისაა ტიხონოვას, ზელენსკის და სავარაუდოდ, მათი ქალიშვილის პასპორტები, რომელიც 2017 წელს არის დაბადებული. პასპორტში ბავშვის მამის გრაფაში მითითებულია - იგორის ასული. 

ვლადიმირ პუტინი და იგორ ზელენსკი უსმენენ ვიცე-პრემიერ ოლგა გოლოდეცის მოხსენებას სევასტოპოლში მუზეუმის, თეატრისა და საგანმანათლებლო კომპლექსის პროექტზე მუშაობის მიმდინარეობის შესახებ (2018 წ.).

Der Spiegel-ს წყარომ ბავარიის საბალეტო დასიდან ეს ინფორმაცია დაუდასტურა. 

"სავარაუდოდ,ზელენსკი პუტინის ქალიშვილის პარტნიორია". - ამბობს წყარო. 

2018 წლიდან ზელენსკი არის ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, რომელიც რუსეთის ფედერაციის რეგიონებში კულტურული და საგანმანათლებლო კომპლექსების მშენებლობაზეა პასუხისმგებელი. პროექტი პირადად პუტინის ინიცირებულია. 

ზელენსკიმ ბავარიის საბალეტო სკოლა 2022 წლის აპრილში დატოვა. შესაძლოა, ის  გაათავისუფლეს იმ მიზეზით, რომ უარი თქვა რუსეთის უკრაინაში შეჭრა საჯაროდ დაეგმო. 

"ბალეტის დასის მართვა მოითხოვს აბსოლუტურ კონცენტრაციას და ეფექტურობას. თუმცა, ამჟამად, პირადი, ოჯახური საქმეები ჩემს სრულ ყურადღებას და დროს მოითხოვს, რაც შეუთავსებელია ჩემს საქმიანობასთან, როგორც ბალეტის დირექტორი მიუნხენში... ახლა ჩემს ოჯახს ჩემი მხარდაჭერა სჭირდება." - განაცხადა მაშინ პუტინის სიძემ.  

ორი წლის განმავლობაში, 2017 წლიდან 2019 წლამდე, პატარა გოგონას დედა, კატრინა ამ მარშრუტის  მოსკოვიდან მიუნხენში და უკან - ათობით დაფრინავდა. ის რუსეთში ცხოვრობდა, ხოლო თავისი ქალიშვილის მამა - გერმანიაში. 

"ოთხი სხვადასხვა წყაროსგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მივედით დასკვნამდე, რომ ცნობილი მხატვარი ზელენსკი ტიხონოვას რჩეულია" - წერს გამოცემა istorie media. 

"ჩვენ ხელთ ერთ-ერთ რეისზე მგზავრების სია გვაქვს, სადაც ერთად იმყოფებოდნენ: თავად კატერინა ტიხონოვა, იგორ ზელენსკი, ბავშვი, ძიძები, დაცვა - ისინი ყველა ჩამოვიდნენ იმავე რეისით მიუნხენიდან. ეს დოკუმენტი რამდენიმე თვის წინ, ვნუკოვოს აეროპორტიდან წყარომ მოგვაწოდა.

მეორეც, ჩვენ გვაქვს მონაცემები კატერინა ტიხონოვას ფრენების შესახებ - ბოლო ორი წლის განმავლობაში იგი 50-ზე მეტჯერ გაფრინდა მიუნხენში, სადაც ზელენსკი მუშაობდა. მესამე, ჩვენ ხელთ გვაქვს საბუთები პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის (SBP) თანამშრომლისა და ტიხონოვას პირადი მცველის ალექსეი სკრიპჩაკის ელექტრონული ფოსტიდან, რომელიც იმავე ანონიმურმა წყარომ გადმოგვცა.

ჩვენ ბავშვის სახელს ეთიკური მიზეზების გამო არ ვამხელთ, საკმარისია იმის თქმა, რომ ის იგორის ასულია და ეს ზელენსკის სახელს  შეესაბამება.

მეოთხე, Der Spiegel-ს წყარომ ბავარიის საბალეტო დასში, თქვა, რომ "დიდი ალბათობით, ზელენსკი პუტინის ქალიშვილის პარტნიორია", თუმცა ჟურნალისტებს არც კი უკითხავთ მათ ოჯახურ კავშირებზე.

ჩვენ არ ვიცით როდის და როგორ შეხვდნენ ტიხონოვა და ზელენსკი. კირილ შამალოვის წერილების არქივის მიხედვით, პუტინის უმცროსი ქალიშვილი პირველ ქმარს 2017 წელს დაშორდა და ამ დროიდან ტიხონოვამ აქტიურად დაიწყო ფრენები მიუნხენში, ზოგჯერ თვეში რამდენჯერმეც.

Der Spiegel-ის რეპორტიორები მიუნხენში ზელენსკის სარეგისტრაციო მისამართზე მივიდნენ, თუმცა მათ სახლში იგორის ყოფილი მეუღლე დახვდათ, რომელიც მარიინსკის მოცეკვავე იყო. იანა სერებრიაკოვა (ყოფილ წყვილს სამი შვილი ჰყავს). მან ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა.

2019 წლის ბოლოდან კატერინა ტიხონოვა პარტნიორთან გადავიდა, ყოველ შემთხვევაში, ასე წერია პუტინის ქალიშვილის ალექსეი სკრიპჩაკის დაცვის არქივის ერთ-ერთ წერილში. 2019 წლის ოქტომბრის ბოლოს, SBP-ის ოფიცერმა მიიღო წერილი სათაურით "გადაადგილება გერმანიაში."

საერთაშორისო გადამზიდი კომპანიის წარმომადგენელმა განმარტა, თუ მას მისცეს მითითება ტრანსპორტირებადი ნივთების შესახებ. წერილში კონკრეტულად იყო მითითებული, რა უნდა გაეკეთებინა წიგნების ტრანსპორტირებისას, რომლებიც როგორც ჩანს, ბევრი იყო.

ტიხონოვას ვრცელი და ძვირადღირებული ბიბლიოთეკა რომ აქვს ორი წლის წინ ვწერდით. მაგალითად, რუბლიოვკაზე მდებარე სახლში პუტინის ქალიშვილის ბიბლიოთეკაში მხოლოდ ხალიჩა 54 000 ევრო ღირდა - 2 მილიონ რუბლზე მეტი მაშინდელი კურსით (ასეთ ფასად შეგიძლიათ შეიძინოთ ბინა რუსეთის ბევრ ქალაქში).

რა არის ცნობილი ზელენსკის შესახებ?

იგორ ზელენსკი 52 წლისაა. ის არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ცნობილი ბალეტის მოცეკვავეა რუსეთიდან. ზელენსკი იყო მარიინსკის თეატრის სოლისტი, სადაც ცეკვავდა ყველა მთავარ როლს, იყო ნიუ-იორკის ბალეტის პრემიერაზეც, ასევე მოწვეული სოლისტი გახლდათ დიდი ბრიტანეთის სამეფო ბალეტში, ლა სკალაში, "დიდ თეატრში" და სხვა მსოფლიო სცენებზე.

ზელენსკის პარტნიორები სხვადასხვა დროს იყვნენ ულიანა ლოპატკინა, დიანა ვიშნევა და სხვა ცნობილი ბალერინები. თავისი საცეკვაო კარიერის ბოლოს, ზელენსკიმ ცეკვას მენეჯმენტიც შეუთავსა - ის ხელმძღვანელობდა ნოვოსიბირსკის საბალეტო თეატრს და სტანისლავსკის და ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახელობის მოსკოვის მუსიკალური თეატრის საბალეტო დასს.

რაც შეეხება პუტინის პროექტში "ნავთობის კაფსულა"  სიძის სამსახურს, როგორც BBC წერს, პროექტისთვის თანხა - 120 მილიარდი რუბლი როსნეფტეგაზმა გამოყო. ვლადიმერ პუტინმა ამ კომპანიას "ნავთობის კაფსულა" უწოდა, ის რუსეთის ნავთობისა და გაზის შემოსავლებს აგროვებს. BBC-ისა და Meduza-ს ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის უახლოესი მეგობრების, გენადი ტიმჩენკოსა და არკადი როტენბერგის კომპანიებს უნდა დაეუფლონ ეს გიგანტური ფონდები.

"როგორც მიუნხენის ბევრი მცხოვრები" - ზელენსკის რუტინა

Sueddeutsche Zeitung-ის გერმანული გამოცემაში (2021 წელი) იგორ ზელენსკიმ ასე აღწერა თავისი ყოველკვირეული რუტინა: ორშაბათს, როგორც „მიუნხენის ბევრ მცხოვრებს“, უყვარს ინგლისურ ბაღში სირბილი, სამშაბათს უპირატესობას ანიჭებს იტალიურ სამზარეულოს. ხუთშაბათობით ის ახალ პროდუქტს ყიდულობს ადგილობრივ ბაზარში ოჯახისთვის. შაბათიც ოჯახური დღეა: „ჯერ გამოვიძინებთ, შემდეგ კი ტეგერნსეისკენ გავემართებით. ალპების ბავარიის მთის ხედი უბრალოდ ლამაზია“.

Der Spiegel-მა ზელენსკისთან დარეკვა სცადა, მაგრამ მან ზარებს არ უპასუხა.  Important Stories-მა ტიხონოვას შეტყობინება გაუგზავნა და მის პასუხს ელოდება." - წერს გამოცემა.