პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
2022 წლის ევროვიზიის ფინალში Kalush Orchestra-მ სცენიდან მთელ მსოფლიოს მიმართა.
„გთხოვთ დაეხმარეთ უკრაინას, მარიუპოლს! დაეხმარეთ აზოვსტალს! ახლავე!“, - მოუწოდა მუსიკალურმა ჯგუფმა მსოფლიოს.
მას შემდეგ, რაც ჯგუფი ევროვიზიაზე გამოვიდა, მთელი მსოფლიო გუგლში ეძებს სიტყვებს: „აზოვსტალი“ და „მარიუპოლი“.
როგორც უკრაინული მედია წერს, მარიუპოლი არის უკრაინული ქალაქი, რომელსაც რუსეთი მიზანმიმართულად ანგრევს. რუსეთის შემოსევის დასაწყისიდანვე მარიუპოლი ოკუპანტების სამიზნე გახდა.
წინასწარი მონაცემებით, რუსეთმა მარიუპოლში 20 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა.
იტალიაში, ევროვიზია 2022-ის ფინალურ კონცერტზე, გამარჯვებული უკრაინა გახდა. ქვეყანა ჯგუფმა Kalush Orchestra-მ, სიმღერით Стефанія წარადგინა.