მიმართვა სკოლებს - პრეზიდენტი სკოლებს საპროტესტო აქციებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებს
1733167310
ევროპარლამენტის პრეზიდენტი დავიდ სასოლი იტალიაში ჰოსპიტალიზაციის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ მის პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 65 წლის დავიდ სასოლი საავადმყოფოში 26 დეკემბერს მოათავსეს იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული „სერიოზული გართულების“ გამო. ბოლო კვირებში ის სტრასბურგში პარლამენტის სხდომებს ვერ თავმჯდომარეობდა, ხოლო სექტემბერში ევროკომისიის პრეზიდენტის ყოველწლიური მიმართვა გამოტოვა.
იტალიელი სოციალისტი და ყოფილი ჟურნალისტი ფლორენციიდან დავიდ სასოლი ევროპარლამენტის პრეზიდენტის თანამდებობას 2019 წლიდან იკავებდა. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, მას აღნიშნულ პოსტზე ვადა მიმდინარე თვის ბოლოს ეწურებოდა.