66 000-ზე მეტ პირს დავალიანება გაუნულდება! - ნახეთ, ვის შეეხება ცვლილებები
1740253942
ევროკომისია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე გადაწყვეტილებას რამდენიმე თვეში მიიღებს, ამის შესახებ Twitter-ზე უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი წერს.
„გვქონდა საგნობრივი საუბარი ევროკომისიის ხელმძღვანელ ურსულა ფონ დერ ლაიენთან. ევროკომისიის პოზიცია ევროკავშირში უკრაინის მიერ შეტანილ განაცხადთან დაკავშირებით რამდენიმე თვეში იქნება ჩამოყალიბებული“, - წერს ზელენსკი.
28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადს ხელი მოაწერა.