აფხაზეთიდან დევნილმა მეფუტკრემ, უკრაინელი ხალხის დახმარების ცენტრში, 175 ლიტრი თაფლი მიიტანა

თაფლი

აფხაზეთიდან დევნილმა მეფუტკრემ, აბაშის მერიაში გახსნილ უკრაინელი ხალხის ჰუმანიტარული დახმარების ცენტრში 175 ლიტრი თაფლი მიიტანა უკრაინაში გასაგზავნად.

„კარგად მესმის უკრაინელი ხალხის ტკივილის, ვიცი, რას ნიშნავს ამ დროს თანადგომა და სიკეთის ხელის გაწვდენა... ადამიანებმა ერთმანეთს ვაჩუქოთ ერთი წვეთი სითბო, რომელიც მერე ზღვად იქცევა და ყველა ბოროტებას მოერევაო",- მითხრა ბატონმა იოსებმა.

ის უკრაინელ ხალხს 175 ლიტრამდე თაფლს უგზავნის.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებული ჰუმანიტარული ტვირთი გროვდება, ახლა კი ამ კეთილი კაცის გულით გაღებული სიკეთეც მიემატა. სევდიან, ყინვიან და თოვლიან გაზაფხულსაც სიკეთე ათბობს, ჩუმი და სიყვარულით სავსე სიკეთე“,- წერს ვერიკო ჯიბლაძე სოციალურ ქსელში.