ეს ტექნოლოგია უსინათლო ადამიანებს დაეხმარება, რომ დაინახონ - დეტალები

სათვალე

ბიონიკური თვალის ტექნოლოგიის დახმარებით უსინათლო ადამიანები შეძლებენ, რომ დაინახონ.

ამის შესახებ BBC-ი წერს. 

გამოცემის ცნობით, გასულ წელს მკვლევარებმა ცხვირს ფარაზე ჩაატარეს კვლევა. ცხვრებს ბადურაზე ბიონიკური თვალი ჩაუნერგეს, რომელსაც ცხოველები სამი თვის განმავლობაში ატარებდნენ. 

ცხვრები იყვნენ იმ სამედიცინო ცდის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს დაეხმაროს უსინათლო ადამიანებს.

ცხოველების კვლევის მიზანი იყო, დაედგინათ იწვევდა თუ არა რაიმე გართულებას მოწყობილობა ბიონიკური თვალი - Phoenix 99.

კვლევამ აჩვენა, რომ ცხვრები ბიონიკური თვალს კარგად შეეგუენ. 

პროექტს სიდნეის უნივერსიტეტის და სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფი ახორციელებდა.

მათ უკვე გააკეთეს განაცხადი, რომ ტესტირება ადამიანებზეც დაიწყონ.

Phoenix 99 უსადენოდ არის დაკავშირებული პატარა კამერასთან, რომელიც მიმაგრებულია სათვალეზე, იგი ადამიანის ბადურის სტიმულირებით მუშაობს.