წმინდა დიდმოწამის, გიორგის სასწაული, რომელიც ახლო წარსულში მოხდა
1732308814
ესპანეთში ტესტი შექმნეს, რომელსაც შეუძლია დაადგინოს, ესაჭიროება თუ არა ადამიანს ვაქცინის დამატებითი დოზა. ტესტი ორმა მკვლევარმა შეადგინა. მას შეუძლია გამოიცნოს უჯრედული იმუნიტეტის მდგომარეობა და, შესაბამისად, სწრაფად ავლენს, ესაჭიროება თუ არა ადამიანს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებითი დოზა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
გამოცემის ცნობით, ეს არის „CoviDCELL“ ტესტი, ის უჯრედის იმუნიტეტის მდგომარეობის განსაზღვრის საშუალებას იძლევა.
იმისათვის, რომ ტესტმა პასუხი აჩვენოს, ხსნარი პაციენტის წინამხრის კანში შეჰყავთ, რომელიც კორონავირუსის სპაიკის ცილას შეიცავს რათა შეისწავლოს კანის რეაქცია. ამის საშუალებით ვიგებთ გვაქვს თუ არა უჯრედული იმუნიტეტი ამ პათოგენის მიმართ ანუ საბოლოოდ უნდა გავიკეთოთ თუ არა ვაქცინა. ინიექციის შემდეგ 12-დან 48 საათამდე ლოდინი აუცილებელია, რათა გაიზომოს უჯრედული რეაქცია.
„ეს ტესტი უფრო მარტივია და საშუალებას გვაძლევს გავიგოთ, გჭირდებათ თუ არა დამატებითი დოზები დროთა განმავლობაში, ტესტით ჩვენ შეგვიძლია ვუპასუხოთ კითხვებს, თუ რამდენ ხანს გრძელდება ვაქცინების იმუნოგენურობა, ან რამდენი დოზა დაგვჭირდება “, - განაცხადა იმუნოლოგის სპეციალისტმა ბარიოსმა.