როდიდან მოიმატებს ტემპერატურა ქვეყანაში - სინოპტიკოსების პროგნოზი
1741022898
დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის დაპირისპირებამ აჩვენა, რამდენად რთული იქნება უკრაინაში მშვიდობის მიღწევა, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„თეთრ სახლში მომხდარი აჩვენებს, რამდენად რთული იქნება უკრაინის გარშემო სიტუაციის დარეგულირება. კიევის რეჟიმს და ზელენსკის მშვიდობა არ სურთ. მათ სურთ ომის გაგრძელება. ასე რომ, ამ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, მხოლოდ ვაშინგტონის ძალისხმევა და მოსკოვის სურვილი აშკარად არ იქნება საკმარისი“, – აცხადებს დიმიტრი პესკოვი.
პესკოვმა აღნიშნა, რომ მოსკოვი განაგრძობს დიალოგს ვაშინგტონთან.
„რჩებიან ქვეყნების ჯგუფები, რომლებიც შეადგენენ „ომის პარტიას“ და რომლებიც აცხადებენ თავიანთ მზადყოფნას, განაგრძონ უკრაინის მხარდაჭერა ომის მხარდაჭერისა და საომარი მოქმედებების გაგრძელების თვალსაზრისით. ისინი არ საუბრობენ იმაზე, რომ საჭიროა სწრაფად გასვლა სამშვიდობო პირობებზე, თუმცა ჩნდება სამშვიდობო გეგმების პირველი მონახაზები“, – აღნიშნა კრემლის წარმომადგენელმა.