1731614151
დღეს ევროპაში რუსი სანქცირებული ოლიგარქის პირველი იახტა გაიყიდა - როგორ ჩატარდა აუქციონი, დიდი კონკურენციის ფონზე
ბიზნესმენმა დიმიტრი პუმპიანსკიმ ვერ გადაიხადა ბანკის - JP Morgan-ის 20 მილიონი დოლარის ვალი და მას ხუთსართულიანი იახტა Axioma ჩამოართვეს ჰიბრალტარში.
აუქციონზე გემის ყიდვა 60-ზე მეტ ადამიანს სურდა. ამის შესახებ Reuters-ის წყარო.
ხუთ გემბანიანი, 72 მეტრიანი იახტის, Axioma-ს გაყიდვა პირველი წარმატებული გარიგება იყო მთელ მსოფლიოში რუსი მდიდრების ძვირად ღირებული გემების სანქცირების შემდეგ. იახტა ჰიბრალტარის ხელისუფლებამ მარტში ჩამოართვა.
ჰიბრალტარის მთავრობის განცხახდებით, გემის გაყიდვიდან მიღებული თანხა სავარაუდოდ გაყინული იქნება, ვიდრე ვინმეს გადაცემა.
ბლუმბერგი წერს, რომ ძვირად ღირებულმა იახტამ აუქციონის დროს 63 შეთავაზება მიიღო. შეთავაზების ოდენობა და მყიდველის ინფორმაცია კონფიდენციალურია და გაყიდვების ინფორმაცია გამოქვეყნდება დაახლოებით ორ კვირაში.
დიმიტრი პუმპიანსკის იახტა - რა არის ცნობილი გემის მფლობელის შესახებ
რუსი ოლიგარქის იახტა აღჭურვილია სტუმრების 6 კაბინით, საცურაო აუზით, 3D კინოთეატრით, სპორტული დარბაზით, ჯაკუზით და სპა სალონით.
დიმიტრი პუმპიანსკი არის OAO TMK-ის ხელმძღვანელი, ფოლადის მილების მწარმოებელი, რუსული მონოპოლიის გაზპრომის მიმწოდებელი. Forbes-მა მისი ქონება 2 მილიარდ დოლარად შეაფასა და მიაწერა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გარშემო მყოფ უახლოეს ოლიგარქებს.OAO TMK-ის მილები გამოიყენებოდა Nord Stream 2 გაზსადენის მშენებლობისთვის. პუმპიანსკის წინააღმდეგ სანქციები ევროკავშირმა 10 მარტს, 5 დღის შემდეგ კი დიდმა ბრიტანეთმა დააწესა.