„დიახ, დამირეკა“ - დუგინას მკვლელობაში ეჭვმიტანილის მამამ ქალიშვილის ზარზე ისაუბრა

ვოვკი

დარია დუგინას მკვლელობაში ეჭვმიტანილის, ნატალია ვოვკის მამამ თქვა, რომ ქალიშვილმა მას რამდენიმე დღის წინ დაურეკა და უთხრა, რომ ბალტიისპირეთში იყო.

„დიახ, დაახლოებით სამი-ოთხი დღის წინ დამირეკა ინტერნეტის საშუალებით“,- ციტირებს „რია ნოვოსტი“ ვოვკის მამას.

მამაკაცმა აღნიშნა, რომ არ იცოდა, როგორ აღმოჩნდა მისი ქალიშვილი რუსეთში.

მისმა მეუღლემ ასევე დაადასტურა, რომ ნატალია ვოვკმა დარეკა ბალტიისპირეთის ერთ-ერთი ქვეყნიდან - ლიეტუვიდან ან ლატვიიდან. ნატალიას თან ახლდა ბავშვი და კატა.

ალექსანდრე დუგინის ქალიშვილი დაიღუპა 20 აგვისტოს საღამოს, როდესაც ის ფესტივალიდან ბრუნდებოდა. დაახლოებით საღამოს 9 საათზე ის ავტოსადგომიდან Toyota Land Cruiser-ით გავიდა. 

FSB-ის ცნობით, უკრაინელმა ნატალია ვოვკმა დუგინას მანქანის ქვეშ ასაფეთქებელი ნივთიერება ჩადო. ეჭვმიტანილმა და მისმა ქალიშვილმა სოფიამ დატოვეს რუსეთის ტერიტორია და დარია დუგინას მკვლელობის მეორე დღეს - 21 აგვისტოს ესტონეთში გაემგზავრნენ. ფსკოვის რაიონში სასაზღვრო კვეთის გადაკვეთისას რუხ Mini Cooper-ს უკვე ჰქონდა უკრაინული სანომრე ნიშნები.