1732386875
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს აფრთხილებს მიხეილ ცაგარელი
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი მომავალი ერთი თვის პროგნოზს აკეთებს და ზოდიაქოს გარკვეულ ნიშნებს აფრთილებს
ვერძი
საკმაოდ კარგია პერიოდი ვერძისთვის, ენერგია ემატება ჩავთვალოთ აგვისტოში 23 რიცხვი არის გარდამტეხი პერიოდი 23 მზე რომელიც იმყოფება ლომის ზოდიაქოში ის დაუთმობს თავის ადგილს და გადავა ქალწულში, ამიტომ 23-მდე პერიოდი ძალიან კარგი ცეცხლისა და ჰაერის სტიქიის ნიშნებისთვის, 23 შემდგომ მიწის და წყლის სტიქიის ნიშნებისთვის, მთუმცა ყველა მეტ-ნაკლებად ნორმალურად გაივლის ამ პერიოდს.
ვერძი ძალიან კარგად გრძნობს თავს. მთელი აგვისტო აქტიურია, ენერგიულია, ინიციატივიანია, შეუძლია მონაწილეობა მიიღოს კონკურსებში, ლატარიებში და აქაც წარმატებული იყოს, შეიძლება ახალი რომანტიკული ურთიერთობების პირობებში ან ძველი უფრო მაღალ ნიშნულზე აიყვანოს. კარგად უგებს შვილებს, ბავშვებს, ურთიერთგაგება ძალიან მაღალია, ამიტომ როგორც ლიდერი, ხელმძღვანელი საკმაოდ კარგად წარმოაჩენს საკუთარ მონაცემებს და ეს პერიოდი მთლიანობაში კარგია.
კურო
კუროსთვის ენერგოტონუსი პირველიდან იწყებს შემცირებას, ნიშნავს იმას, რომ იმუნიტეტი აკლდება, ენერგია ისეთი აღარ აქვს, ადვილად იღლება, ამიტომ ვთხოვ მას აიღოს ტაიმაუტი, შვებულება შესაძლებელი თუ არის, ცოტა მეტად დაისვენოს, თუ არ არის ამის შესაძლებლობა მაშინ ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლოს, არაფერი სარისკო, განსაკუთრებული და რთული არ გააკეთოს იმიტომ, რომ ორგანიზმი ვერ გაუძლებს, ნერვული სისტემა სუსტია, კუროს ორგანიზმის გრძნობს რომ ის უკვე დაიღალა. მაგრამ, კარგი პერიოდია საყოფაცხოვრებო საკითხების მოსაგვარებლად მაგალითად საქმე გაქვთ აგარაკზე, ან რემონტს აკეთებთ სახლში. საოჯახო სანათესავო ურთიერთობებს თუ მეტ დროს დაუთმობთ პერიოდი გაცილებით უკეთესია. 23 შემდეგ ენერგოტონუსი მატულობს.
ტყუპები
ძალიან დინამიკური, აქტიური, მოლაპარაკე, კონტაქტური რაც მეტი ექნება შეხვედრები და მოლაპარაკებები მით მეტ საინტერესოს შესახებ გაიგებს, მეტ საინტერესო ადამიანებს გაიცნობს აქედან გამომდინარე ახალი იდეების, რეალიზაცია, ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობის შესაძლებლობა მოიმატებს. 23 რიცხვის შემდეგ ნელ-ნელა უნდა შეამციროს თავისი აქტიურობა.
კირჩხიბი
კირჩხიბი პირველი რიცხვიდან უნდა გავიდეს შვებულებაში, თუმცა თ რაღაც მნიშვნელოვანი საკითხი დაგრჩათ, ან მოსაგვარებელი ან მოსაწესრიგებელი ეს ყველაფერი მოასწარით 8 რიცხვის ჩათვლით მერე უკვე დაგეწყებათ საკმაოდ რთული, შტორმული პერიოდი.
ლომი
არნახულად მიმზიდველი, ლიდერი, ორგანიზატორი, კარგი თამადა, ბრწყინვალე არტისტული მონაცემების მატარებელი გინდათ პირადი ურთიერთობების კუთხით გინდათ ბიზნესს საქმიანობის კუთხით, ყველაფერი გამოდის, ამიტომ ლომს ახლა გაჩერების უფლება არ აქვს.
ქალწული
ყველაზე რთული პერიოდი აქვს, წლის განმავლობაში ყველაზე რთული, მისი ენერგოტონუსი კლებულობს, მეტად უნდა დაისვენოს. მესმის, რომ ქალწულს არ შეუძლია საქმის გარეშე ცხოვრება, კი ბატონო აკეთეთ საქმე თუმცა უფრო მეტად დაისვენეთ, მიეცით ორგანიზმს მეტად განახლების საშუალება, იმიტომ, რომ აქ უფრო მარტივად იღლებით, აქ შეცდომებს უფრო მეტად უშვებთ იმიტომ, რომ ნერვული სისტემა უფრო მეტად გადაიღალა, ამიტომ დაისვენეთ, 23-მდე მშვიდად გაიარეთ პერიოდი.
სასწორი
სასწორი ძალიან აქტიური ხდება, პარტნიორული ურთიერთობებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. შემოქმედებითი უნარის გამოვლენისთვის საუკეთესო პერიოდია. პარტნიორები, მეგობრები მაქსიმალურად ეხმარებიან. ეს პერიოდი ხელს უწყობს, როგორც ბიზნესს საქმიანობაში, ასევე შემოქმედებითი კუთხით საკმაოდ საინტერესო პერიოდია, რაც შემდეგში ფინანსურ დივიდენდებში გადავა.
მორიელი
რვა რიცხვი შემდეგ გადადით მშვიდ ცხოვრებაზე, იგრძნობთ დაღლილობას, იგრძნობთ შეცდომების დაშვების მაღალ შესაძლებლობას, ფარული მტრები გააქტიურდებიან.
მშვილდოსნები
პერიოდი აქტიურად უნდა გაიაროთ, რადგან წარმატების შანსები მაღალია. ეს არის საუკეთესო პერიოდი მგზავრობისა და მოგზაურობისთვის. შეიძლება საინტერესო კონტაქტები დაამყაროთ უცხოელებთან.
თხის რქა
ენერგოტონუსი ეცემა, ამიტომ ნუ გადაიღლებით, ნუ გადაიტვირთებით გჭირდებათ ცხოვრების უფრო მშვიდი რიტმი იმიტომ, რომ ორგანიზმი იღლება, ნერვული სისტემა იღლება, ახლა გჭირდებათ დასვენება.
მერწყული
ენერგოტონუსი უმჯობესდება, ბევრი საკითხი შესაძლოა მოაგვაროს თუ რამე პრობლემები ჰქონდა შესაძლოა ისიც გადაწყვიტოს, ამიტომ წარმატების შანსები აქვს. 23 აგვისტოს შემდეგ შანსები ნელ-ნელა შემცირდება, მაგრამ აქტიური მოქმედების და წარმატების დროა.
თევზები
ახლა სჭირდებათ ცოტა მეტი ყურადღება, ენერგოტონუსი მცირდება, უფრო მეტად იღლებიან ამიტომ გაუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობასა და ნერვულ სისტემას. შეიძლება გამოჩნდეს ისეთი გავლენიანი ადამიანი რომელიც კრიჭაში ჩაუდგება მათ წინსვლას. ტაქტი, დიპლომატია, თავდაჭერა ყველასთან წინაპლანზე წამოსწიეთ.